ძლიერი საქართველო: დიღმის ჭალები გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას - ადგილი, სადაც პარკის აშენება იგეგმებოდა, დღეს გაპარტახებულია

10.10.24 12:17
ძლიერი საქართველო: დიღმის ჭალები გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას - ადგილი, სადაც პარკის აშენება იგეგმებოდა, დღეს გაპარტახებულია

დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პირის კეთილდღეობაზე ზრუნავს. 

კოალიციის ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "ძლიერი საქართველო" ისეთ რეფორმებს გაატარებს, რომელიც ქვეყანას უსაფრთხო გახდეს: 

დღეს ჩვენ დიღმის ჭალებში ვიმყოფებით "ძლიერი საქართველოს" ძლიერ გუნდთან ერთად, საარჩევნო ნომერი 9. ეს ის გუნდია რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ეკოლოგიურ საკითხებზე მათ შორის იმაზე, თუ რა კატასტროფაც მოხდა დიღმის ჭალებში. მთავარი აქ არის ის რომ წლების განმავლობაში ქართული ოცნება ემსახურება მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ადამიანის და ოჯახის კეთილდღეობას. მათ უსაფრთხო, კარგ, სასიამოვნო, მწვანე გარემოში ცხოვრების ფასეულობას. ჩვენ "ძლიერი საქართველო" ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, აქ იყოს კარგი გარემო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. დიღმის ჭალებისნაერი ადგილი კი არ უნდა იყოს უბრალოდ ნაგავსაყრელი სამშენებლო ნაგვისთვის, იმ კომპანიებისთვის რომლებსაც აქვთ კონკრეტული მფარველობა და მფარველობითი შეთანხმება თბილისის მერიიდან, არამედ უნდა იყოს ცენტრალური პარკი თბილისის მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს თბილისის განაპირას, აი აქ, აქეთ მხარეს. თბილისში იყო ერთი ცენტრალური პარკი , იქაც ჩააშენა ბეტონები და ახლა ჩაგვიშენებენ ბეტონებს. გვჭირდება რამდენიმე ცენტრალური პარკი იმისათვის რომ გაიზარდოს ცხოვრების ხარისხი ყველა თბილისელისთვის. ძლიერი საქართველოს ამოცანაა საქართველოში ყველას ჰქონდეს მაღალი ცხოვრების ხარისხი, სწორედ ისე როგორც ევროპულ სახელმწიფოებშია"- თქვა ანა დოლიძემ. 

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, დიღმის ჭალები გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას.

„ჩვენ ვდგავართ „ქართული ოცნების“, ამ მატყუარა და თაღლითების პარტიის კიდევ ერთი არშესრულებული საარჩევნო დაპირების ადგილას. ჯერ კიდევ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვიყავი, როდესაც თბილისის მაშინდელმა სამარცხვინო მერმა, დავით ნარმანიამ აქ დიდი პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ ამ უნიკალური ლანდშაფტის ადგილას, სადაც მტკვართან შესასვლელია, 50 ჰა-ზე გაშენდებოდა არაჩვეულებრივი ლანდშაფტური პარკი. შემდეგ, თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე მერმა, კალაძემ ეს პრეზენტაცია ოდნავ განაახლა და წინასაარჩევნოდ წარმოადგინა, რომ აქ პარკი აუცილებლად აშენდებოდა. სინამდვილეში, ეს ადგილი გაპარტახებულია. ამ ადგილს იყენებდნენ ინერტული მასალების ასაღებად, ნაგავსაყრელად და სამშენებლო პოლიგონად. ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ გპირდებით, რომ ეს ბარბაროსობა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეწყდება. სამეცნიერო აზრზე დაყრდნობით მოხდება ამ ადგილის სხვაგვარად მართვა და განვითარება“, -განაცხადა ელისაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები