დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორი - "ძლიერ საქართველოში" მდინარაძეს უპასუხეს

10.10.24 13:50
დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორი - "ძლიერ საქართველოში" მდინარაძეს უპასუხეს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ წაყენებულ მძიმე ბრალდებებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი პასუხობს - ანა ნაცვლიშვილი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ "მამუკა მდინარაძის განცხადება მოსკოვშია დაწერილი".

მეტიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს "კაგებეს პარანოიდული მითის" გავრცელებაში ადანაშაულებს და სიტყვით გამოსვლის დროს პირდაპირ ამბობს, რომ მდინარაძის გაკეთებული განცხადება, დასავლეთის მიერ ქართველი ოპოზიციის კონტროლის შესახებ, "დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის" მონოლოგია.

"ბრიფინგი კარგად ასახავს, როგორი გამწარებულია მდინარაძე და მთელი "ოცნება" იმით, რომ "ძლიერმა საქართველომ" ჩამოვუშალეთ საქართველოს წინააღმდეგ სქემა" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც არის საბოლოო დასტური იმისა, რომ ხელისუფლებამ კარგად დაიგო, რომ ის აგებს არჩევნებს, რომ 16 დღეში მას აღარ ექნება ძალაუფლება, ამიტომაც არის "ოცნება" პანიკაში. 

ბრიფინგი კარგად ასახავს, როგორი გამწარებულია მდინარაძე და მთელი "ქართული ოცნება" იმით, რომ "ძლიერმა საქართველომ" ჩამოვუშალეთ საქართველოს წინააღმდეგ სქემა, რომელსაც "ქართული ოცნება" 12 წლის განმავლობაში იყენებდა.

ბიძინა და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ქართული პოლიტიკური ველი ყოფილიყო ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული და ქართველ ხალხს ჰქონოდა ორადორი არჩევანი - ან "ნაციონალური მოძრაობა", ან "ქართული ოცნება".

ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებულმა ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ჩამოვშალეთ მათ მიერ შექმნილი ეს სქემა და საქართველოს მოქალაქეებს ვარჩევთ რეალურ შესაძლებლობას, რომ არჩევნებში აირჩიონ წარსულის ნამდვილი, რეალური ალტერნატივა "ძლიერი საქართველოს" სახით.

ამიტომაც არიან გამწარებულები, ამიტომაც არიან პანიკაში. მათ დაკარგეს პროცესზე კონტროლი. მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის იმეორებს კაგებეს პარანოიდულ მითს იმის შესახებ, რომ თითქოს, დასავლეთი აკონტროლებს საქართველოში ოპოზიციას", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი იმის სამტკიცებლად  გამართა, რომ ოპოზიციის ლიდერები „გარე დირექტივებზე არიან დამოკიდებულნი“.

ამასთან, "ოცნების" ლიდერმა დღეს იერიში "ძლიერი საქართველოს" ლიდერზეც მიიტანა. მდინარაძემ მამუკა ხაზარაძე დავალების მიმღებად გამოაცხადა და მძიმე ბრალდება წაუყენა. 

მსგავსი სიახლეები