მდინარაძემ დაუშვა, რომ ხელისუფლება ოპოზიციამ შეიძლება გადაიბაროს
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საგანგებოდ მომზადებულ ტექტში დაუშვა, რომ შესაძლოა ხელისუფლება შეიცვალოს და მმართველობაში ოპოზიცია მოვიდეს.
მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ პარტიის ლიდერს "პირველებმა" ჰკითხა, ემზადებიან თუ არა "ქართულ ოცნებაში" ხელისუფლების გადასაბარებლად.
პარტიის ლიდერმა აღნიშნული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნებში წაგების შიში არ აქვს და მისივე დაშვება უარჰყო.
კიდევ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვაზე: "ამბობთ, რომ ოპოზიცია სუსტია, თუმცა დაშვებას აკეთებთ, რომ ხელისუფლებაში სწორედ ოპოზიციური პარტიები მოვიდნენ", მდინარაძე ამბობს:
"წამოგყვებით ამ დაშვების დაშვებაში. ჩემი დაშვება არის იმ ხარისხის, რა ხარისხითაც ეს მე ჩემს ბრიფინგის ტექსტში ვთქვი... რატომ არ ამბობთ, „თუ სასწაული მოხდება" და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა...
არა, არ ვაკეთებ იმის დაშვებას, (რომ ხელისუფლებაში ოპოზიციური პარტიები მოვლენ) თქვენ რა გინდათ ვთქვა - გვეშინიაო? - არ გვეშინია და რა ვქნა?! ჩემი შეშინება გინდათ?! ასეთ (ხელისუფლების გადაბარების) გზებზე ჩვენ არ ვფიქრობთ!"- თქვა მდინარაძემ.