თემქაზე სროლა იყო

10.10.24 14:36
თემქაზე სროლა იყო

გავრცელებული ინფორმაციით, სროლა იყო ცოტა ხნის წინ თემქაზე -ამ დროსითვის არსებული ცნობით, პოლიციამ გადამოწმების მიზნით  მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა. ამის შემდეგ ის მეორე მანქანას შეეჯახა, საკუთარი ავტომობილიდან გადმოვიდა და გაქცევას შეეცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა განახორციელეს. 

ინფორმაცია თავდაპირველად "ფორმულამ" გაავრცელა. 

არსებული ცნობით, საბოლოოდ მძღოლი პოლიციამ დააკავა. შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. 

მსგავსი სიახლეები