"ჩემს სურათებს რომ აფრიალებ, ცოტა თავი შეიკავე" - ქუთაისის საკრებულოს მაღალჩინოსანი უგულავას

10.10.24 16:09
"ჩემს სურათებს რომ აფრიალებ, ცოტა თავი შეიკავე" - ქუთაისის საკრებულოს მაღალჩინოსანი უგულავას

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგი უგულავამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. 

"ჩემს სურათებს რომ აფრიალებს, ცოტა თავი შეიკავოს" - უთვლის გია ბასილაძე გიგი უგულავას. 

ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. არც გიგი უგულავასი დაიჯერება და არც იმათი, ვინც გვერდით უდგას, ჩემს სურათებს რომ აფრიალებს, ცოტა თავი შეიკავოს". 

ქუთაისის საკრებულოს წევრი ბაქარ მახარაძე კი ირწმუნება, რომ 7 ოქტომბერს ქუთაისის მთავარ სტადიონზე არანაირი შეხვედრა არ გამართულა. 

არც თვალით მინახია გია ბასილაძე 7 ოქტომბერს და არ გვქონია არანაირი შეხვედრა, ჩემო კარგო. რომელ პირადობებზე საუბობრთ", - ეუბნება "პირველებს" მახარაძე. 

დღეს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგი უგულავამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რეგიონებში საჯარო მოხელეები ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, რათა არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლონ. მისი თქმით, ქუთაისში, ამის შესახებ მთავარ სტადიონზე, შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორები, გიგი უგულავას თქმით, ქუთსისი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე და „ქართული ოცნების“ ქუთაისის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე იყვნენ.

მსგავსი სიახლეები