დემარში "ოცნების" პროპაგანდისტული რგოლის გამო - ივანიშვილის პარტიაში პირველ კომენტარებს აკეთებენ

10.10.24 17:24
დემარში "ოცნების" პროპაგანდისტული რგოლის გამო - ივანიშვილის პარტიაში პირველ კომენტარებს აკეთებენ

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სარეკლამო კლიპის სკანდალი - ივანიშვილის გუნდში პირველ კომენტარებს აკეთებენ.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, თუ ვინ არის სარეკლამო რგოლის რეჟისორი და კონკრეტულად ვინ იღებდა კლიპის დაგეგმვა-გადაღებაში მონაწილეობას. 

ავტორს რა მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია, რომ მე ვიცოდე რეჟისორი ვინ არის, ოპერატორი ვინ არის და ა.შ.. რატომ უნდა ვიცოდე ეს ყველაფერი. მოგწონთ კლიპი? მე მგონი კარგი კლიპია", - ამბობს ირაკლი კირცხალია. 

სარეკლამო კომპანია JWT METRO-ს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ - მიზეზი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპი გახდა.

ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორს, ნიკა ბოჭორიშვილს გადაწყვეტილება "მეტროს" თანამშრომლებისთვის არ შეუთანხმებია. მეტიც, "მეტროს" ყოფილი თანამშრომლების ცნობით, კოპმანიამ JWT METRO-ში დასაქმებულების ძველი ნამუშევრები შეკრიბა, დაამონტაჟა და "ქართული ოცნების" ვიდეორგოლი სწორედ ამ გზით ააწყო. 

კლიპის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, JWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა, სანდრო ჯავახიშვილმაც დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სააგენტოს თანამშრომლები ივანიშვილის ხელისუფლების სარეკლამო რგოლის გადაღებასა და დაგეგმვაში არ მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები