"ოცნების" აქტივისტი ჩართვის ჩაშლას შეეცადა - ანა წითლიძე

10.10.24 17:09
"ოცნების" აქტივისტი ჩართვის ჩაშლას შეეცადა - ანა წითლიძე

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტივისტმა მისთვის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩართვის ჩაშლა სცადა.

წითლიძე წერს, რომ ინციდენტი სოფელ კახათში მოხდა. დეპუტატმა ვიდეოც გაავრცელა: 

"სოფელ კახათიდან მქონდა ჩართვა რუსთავი 2 ზე. 
ვინმე გიგა როგავა ქართული ოცნების აქტივისტი ჩართვის ჩაშლას შეეცადა. 
ადგილობრივებმა გაარიდეს. 
ნეტავ, თქვენ რომ გგონიათ ან მე ან ვინმეს შეაშინებთ" - წერს დეპუტატი.

მსგავსი სიახლეები