"ტორონტოში, ქართველ ემიგრანტებს რეგისტრაციას უუქმებენ" - ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძემ ორბელიანების სასახლე დატოვა - "ერთიანობის" ლიდერმა "პირველებთან" განაცხადა, რომ პრეზიდენტთან საუბარი ვარშავაში გამართულ შეხვედრებს შეეხებოდა.
დეკანოიძემ სალომე ზურაბიშვილს ტორონტოში მცხოვრები ემიგრანტების შესახებაც უამბო. "ერთიანობის" ლიდერის თქმით, ტორონტოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციას უუქმებენ.
ჩვენ ვარშავაში გვქონდა შეხვედრა უსაფრთხოების ფორუმზე. მაშინ ჰქოდნა მას მნიშვნელოვანი გზავნილები. მაშინ მე დავრჩი ცოტა ხანი ვარშავაში და ამიტომ, ზუსტად ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მე რა საუბრები მქონდა, ეს იყო ინფორმაციის გაცვლა ერთგვარი. ემიგრანტებთან დაკავშირებით, მე მას მოვუყევი ტორონტოს ამბავი. ტორონტოში ჩემი ძმა ცხოვრობს და იქ არის სიტუაცია, სადაც აუქმებენ ადამიანების რეგისტრაციას. მე მინდოდა, რომ ეს ყველაფერი სცოდნოდა. ეს იყო ჩვენი ძირითადი ინფორმაციის გაცვლა, სხვა პოლიტიკური კონსულტაციები არ გვქონია. ქარტიაზე არ გვისაუბრია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამ წუთებში, პრეზიდენტი გია ხუხასვილს ხვდება.
სალომე ზურაბიშვილი გასულ დღეებში შეხვერდებს პოლიტიკურ პარტიებთან მართავდა. პრეზიდენტმა უკვე მოისმინა პოლიტიკოსების მოსაზრებები ტექნიკური მთაბრობის ჩამოყალიბების და ვადამდელი არჩევნების შესახებ.