საჯარო მოხელეების მობილიზება ბათუმში - ზღვისპირა ქალაქში ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან

10.10.24 17:49
საჯარო მოხელეების მობილიზება ბათუმში - ზღვისპირა ქალაქში ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან

საგანგებო მზადება ბათუმში - ზღვისპირა ქალაქში ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან, რომელიც დღეს მოსახლოებას მიმართავს.

ბათუმში მზადება დილიდან დაიწყო, ქუჩებში კინოლოგები მუშაობენ, ჩაკეტილია ბულვარისკეეენ მიმავალი გზებიც. შავი ზღვისპირა ქალაქში ახლა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.

დაწყებულია საჯარო მოხელეეების მობილიზებაც - ადგილზე სავარაუდოდ, ისევ ბაღების, სკოლების და სიპებსა და აიპებში დასაქმებულ ადამიანებს მიიყვანენ. 

მასწავლებლების ნაწილი შეხვედრაზე უკვე მივიდა და ისინი ამბობენ, რომ მათთვის იქ ყოფნა, ძალიან მნიშვნელოვანია და ადგილზე მისვლა არავის უთხოვია

ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გავეცნოთ “ქართული ოცნების“ პროგრამას. გამოვიარე პარკში, ვნახე, რომ რაღაც ღონისძიება იგეგმებოდა“, - ამბობს ერთ-ერთი. 

“ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა მოსახლოებასთან 20:00 საათზე დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები