26 ოქტომბერს ხალხი გააკეთებს არჩევანს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის მაფიოზურ მმართველობას მოიშორებს - ბოტკოველი
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ კახეთში მოსახლეობა მზადაა ქვეყნის გადასარჩენად 26 ოქტომბერს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ ხალხი გააკეთებს არჩევანს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის მაფიოზურ მმართველობას მოიშორებს.
ყოველდღიურად ვხვდებით ხალხს და განწყობა ამაღლებულია არამარტო თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, სადაც ახლა ვიმყოფებით, არამედ ნებისმიერ სოფელში, ქალაქის ნებისმიერ უბანში. ხალხი მზად არის ქვეყნის გადარჩენისთვის და სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ადამიანი მივა 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააკეთებს არჩევანს, რომლითაც მოიშორებს ბიძინა ივანიშვილის ამ მაფიოზურ, კორუმპირებულ მმართველობას, რათა ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ იზეიმოს გამარჯვება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებას წაადგება და არა უკუსვლას, რისკენაც მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ექაჩება ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა", - განაცხადა გიორგი ბოტკველმა ყარაჯალაში.