რუსეთის გავლენები საქართველოს გადამწყვეტ არჩევნებში - შტატებში კრემლსა და "ოცნებას" შორის კავშირზე საუბრობენ

10.10.24 20:42
რუსეთის გავლენები საქართველოს გადამწყვეტ არჩევნებში - შტატებში კრემლსა და "ოცნებას" შორის კავშირზე საუბრობენ

 

"ქართული ოცნება" როგორც რუსეთის მაშველი რგოლი საქართველოში და ივანიშვილი, როგორც რუსული რეჟიმის რეპლიკა - ამერიკის შეერთებულ შტატებში "ოცნებასა" და კრემლს შორის ტოლობის ნიშანი დაისვა. ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსანი მკაფიოდ ამბობს, რომ რუსეთი 26 ოქტომბრის არჩევნებში ერევა და ერთი მიზანი აქვს - ქართველი ხალხი როგორმე საკუთარ ორბიტაზე დააბრუნოს. ამ სიტყვების ავტორი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა.

მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოში ქართველი ხალხის იმედი დარჩათ. ამიტომ ქვეყნის დასავლური კურსის შესანარჩუნებლად ერთადერთ გზად არჩევნები ესახებათ, სადაც ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს.

სახდეპის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი კი ტვ პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალია. თუმცა ამერიკელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ბაიდენის გუნდმა გადაწყვეტილება არჩევნებამდე უნდა მიიღოს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები