რა ელოდება ქვეყანას, თუ "ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება - ექსპერტები სრულ ეკონომიკურ კოლაფსს პროგნოზირებენ
რა ელოდება ქვეყანას, თუ "ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება - ექსპერტები სრულ ეკონომიკურ კოლაფსს პროგნოზირებენ. ლარის გაუფასურდება, ინვესტიციების მასიური გადინება და საბანკო სექტორის იზოლაცია - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაზეც ექსპერტები საუბრობენ. მათი თქმით, ევროკავშირის და ამერიკის დახმარების გარეშე ქვეყანაში უმუშევრობა გაიზრდება და გაიზრდება ქვეყნიდან გაქცეული ემიგრანტების რაოდენობაც.
კრიზისის ნიშნები უკვე სახეზეა. ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების გაყიდვის ხარჯზე ცდილობს ლარის კურსის დაჭერას, თუმცა ეროვნული ვალუტა მაინც ვარდნას განაგრძობს. ეკონომისტების თქმით, საერთაშორისო იზოლაციის პირობებში მთავრობა მაქსიმუმ სამი თვე შეძლებს ლარის კურსზე გავლენის მოხდენას. სახელმწიფო რეზერვებიც ამოწურვადია, რაც საბოლოოდ ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.