"ოცნების" ამომრჩეველს ვეტყვი, აიღეთ რასაც გთავაზობენ, მერე ბიძინას გაუკეთეთ ტრიუკი და შემოხაზეთ ნომერი 9" - მარგველაშვილი
ჩვენ საქართველოს გავხდით იმ სახელმწიფოდ, რომელიც არც ერთხელ არ დაგვაცადეს - ასე მიმართა თელავში შეკრებილ მოსახლეობას "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა "ოცნების" ტყუილ დაპირებეზე ისაუბრა და მათი დღევანდელი მმართველობა "ლეკიანობას" შეადარა.
მეოთხე პრეზიდენტმა თელაველებს არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა. მარგველაშვილმა შეხვედრიდან მმართველი გუნდის ამომრჩეველსაც მიმართა:
"ოცნების" ამომრჩეველს ვეტყვი, აიღეთ რასაც გთავაზობენ, მერე ბიძინას გაუკეთეთ ტრიუკი, და შემოხაზეთ ნომერი 9, მოაშორეთ ეს კაცი" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ლეკიანობა ჰქვია მაგას, რაც დღეს არის მოწყობილი საქართველოში, რომ ვერ მოიფიქრეს და ვერ მიხედეს 50%-ს ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც არიან დოვლათის მწარმოებლები და რომელსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს დოვლათი განახორციელოს და გაიტანოს და ქართული სახელმწიფოებრივობა გააძლიეროს. ისე გააკეთეს, რომ 50% მოსახლეობისა მოწყვიტეს სოციალურ-პოლიტიკურ პროცესს. ამ ხალხს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ თავინათ ქვეყანას ემსახურონ. ამიტომაც, რასაც ქართული საზოგადოებრიობა ითხოვდა ძალიან დიდხანს, რომ მოვიდეს გამცოდილი ხალხი, ხალხი რომელსაც არ აქვს გასვრილი ხელი კორუფციაში, ბიუჯეტის პარვაში, ხალხი, რომელსაც არ აქვს ხელი გასვრილი ქურდობაში, იმის თქმაშ, რომ ახლა ქართველო პოლიცია გადი და დაარბიე ეს ხალხი, ესროლე ამ ხალხს, სისხლში რომ არ აქვს აგსვრილი ხელი, ამას ითხოვდა ქართელი საზოგადოებრიობა. დიდი ხანი ითხოვდა, იმის მერე, რაც ყელში ამოუვიდა ეს ტყუილი. ხოდა ეს ხალხი იტვდა ისეთ ხალხს, რომელსაც ხელი სისხლში არ ჰქონდა გასვრილი და ისეთ ხალხს ვინც, საქმის კეთება იცის. ხოდა შეიკრიბა ასეთი ხალხი, ვინც საქმის კეთებაც იცის, მეორე ადამიანის დაცვაც იცის და სამშობლოს სიყვარულითაც უძგერს გული. ამიტომ, ჩვენ გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ძალიან ძლიერად. და ჩვენ საქართველოს გავხდით იმ სახელმწიფოდ, რომელიც არც ერთხელ არ დაგვაცადეს. სულ რაღაცა თავისკენ მოხარეს. ხალხო, თქვენი იმედი მაქვს, გამოდით და თქვენ გადაარჩინეთ ეს ქვეყანა და აჩვენეთ ამ კაცს, რომ ფეხს ვერ გაიწმენდ ქართველზე, ვერ მიაყენებ შეურაცხყოფას. კიდევ, ქართული ოცნების ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, თქვენ რასაც გთავაზობენ ისიც აიღეთ და მერე ბიძინას გაუკეთეთ ტრიუკი და შემოხაზეთ ნომერი 9 და აიღეთ და ეს კაცი მოაშორეთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.