16 დღეში ყველა ერთად გავისტუმრებთ “ოცნებას“, რომელიც ემსახურება რუსულ პოლიტიკას საქართველოში - ხაზარაძე

10.10.24 19:31
16 დღეში ყველა ერთად გავისტუმრებთ “ოცნებას“, რომელიც ემსახურება რუსულ პოლიტიკას საქართველოში - ხაზარაძე

16 დღე გვაშორებს იმ დღეს, როც ყველა ერთად გავისტუმრებთ ქართულ ოცნებას, რომელიც ემსახურება რუსულ პოლიტიკას საქართველოში და რეალურად, 27 ოქტომბრიდან დავიწყებთ ძლიერი საქართველოს მშენებლობას - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

კოალიციის ლიდერი მოსახლეობას მათი გეგმების შესახებ ესაუბრა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

ხაზარაძემ იმ პრობლემებს გაუსვა ხაზი, რომელთა გადაჭრაც, მისი თქმით, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თელაველებს უთხრა, რომ მათი ქალაქი აუცილებლად უნდა გახდეს, საერთაშორისო ღვინის ცენტრი და გამოვაცხადდეს მსოფლიო ღვინის მე-12 დედაქალაქად.

კახეთში დიდი ემოცია მეუფლება, ბევრი რამის გამო, მინდა, პირდაპირ და გულწრფელად გესაუბროთ და თქვენგანაც მოვისმინო კითხვა იქნება თუ კრიტიკა. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა პოლიტიკის მიმართ, რადგან მე ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა ილაპარაკოს და ჩვენ ვუსმინოთ და არა პირიქით. ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, რადგან ბევრ თემაზე ვსაუბრობთ და ბევრ საინტერესო წინადადებას ვიღებთ.

ესეც უნდა იყოს, ეს ქვეყანა იმისთვისაა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ააშენოს და თავისი წვლილი შეიტანოს. მაგრამ დღეს რეალობა რა გვაქვს - დაპირებების და ტყუილების 12 - წლიან ციკლში მოვხვდით. “ოცნების “ დაპირებებიდან, სამწუხაროდ, არაფერი შესრულდა, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 27 ოქტომბერი გავხადოთ გამარჯვების დღე. ამისთვის შევიკრიბეთ 4 პარტია, რომელსაც ასევე შემოუერთდა ჩვენი ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.  სწორედ ეს არის ის რეალური ალტერნატივა, რომელიც ამ ქვეყანას ორპოლუსიანობის ჩაკეტილი წრიდან განმოიყვანს. მე პირობას გაძლევთ, რომ ეს კოალიცია, 27 ოქტომბერს დაამთავრებს ამ ქვეყანაში ჭაობს და უიმედობას, რომლემაც დაგვაკარგინა ქვეყანაში უამრავი ახალგაზრდა, უამრავი ადამიანი აქცია ემიგრანტად, ჩაფლო ქვეყანა ნარკომანიაში. სამწუხაროდ, გაეროს მონაცემებით, საქართველო არის ინექციური ნარკომანიის კუთხით პირველ ადგილზე,  ეს არის ჩვენი უბედურება, ერის გადაგვარება.

ნარკომანიამ და სათამაშო ბიზნესმა გამოიწვია ის, რომ დღეს ჩვენ, ბოლო 30 წლის მანძილზე, ვართ კლებადი ერი. ჩვენ არ ვიზრდებით და ჩვენ ადგილს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები იკავებენ, რომლებიც უვიზოდ ჩამოდიან და 1 წლის შემდეგ ბინადრობას იღებენ.

თელავი უნდა გახდეს საერთაშორისო აეროპორტით, საერთაშორისო ღვინის ცენტრი და თელავი უნდა გამოვაცხადოთ მსოფლიოს მე-12 ღვინის დედაქალაქად“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები