რა საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრაზე გია ხუხაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტმა

10.10.24 20:47
რა საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრაზე გია ხუხაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტმა

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსული გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მან და სალომე ზურაბიშვილმა აზრები გაცვალეს.

ხუხაშვილის თქმით, საუბრის თემა პრეზიდენტის ოპოზიციასთან შეხვედრებს შეეხებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ აზრები გავცვალეთ. პრეზიდენტმა თავისი მოსაზრებები თქვა, იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რა შთაბეჭდილებაც დარჩა, პარტიებთან საუბრის შემდეგ. მე ვფიქრობ, საერთო ჯამში ნორმლური შთაბეჭდილება დარჩა.

ფუნდამენტი ამ რეფერენდუმის არის ქართული ქარტია და ჩემი მხარდაჭერა ამ ქარტიის ყველა პუნქტს", - განაცხადა ხუხაშვილმა

სალომე ზურაბიშვილი გასულ დღეებში  შეხვერდებს პოლიტიკურ პარტიებთან მართავდა. პრეზიდენტმა უკვე მოისმინა პოლიტიკოსების მოსაზრებები ტექნიკური მთაბრობის ჩამოყალიბების და ვადამდელი არჩევნების შესახებ.

მსგავსი სიახლეები