ივანიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო სასამართლოს თავისუფლებით ევროპის მოწინავე ათეულშია

10.10.24 22:04
ივანიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო სასამართლოს თავისუფლებით ევროპის მოწინავე ათეულშია

ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო, სასამართლოს თავისუფლებით, ევროპის მოწინავე ათეულშია. 

ბათუმში "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ქვეყანა ყველა კუთხით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს  და “ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხზეა ორიენტირებული.

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. აბა გახსოვთ, სასამართლო როგორ იმართებოდა? - ხელისუფლების გავლენა იმდენად მცირეა დღეს, რომ საუკეთესო ათეულშია საქართველო ევროპაში, - განაცხადა ივანიშვილმა .

მსგავსი სიახლეები