ბოროტებაა- რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, სიკეთე - პროდასავლური ოპოზიცია და ჩვენი მოქალაქეები - გამყრელიძე
ბოროტებაა- რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, სიკეთე - პროდასავლური ოპოზიცია, ლიდერები, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ 26-ში, მშვიდობიანად ჩამოერთვას ძალაუფლება "ოცნებას" , -ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელმა, დავით გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე შეუძლებლად მიიჩნევს იმ გზის გაგრძელებს, რომელიც “ქართულ ოცნებას“ აქვს და იმედოვნებს, რომ ხალხი აუცილებლად შეცვლის მას.
შეუძლებელია, რომ ხალხმა არ შეცვალოს და გააგრძელოს სვლა, იმ გზით, რა გზასაც, ასე, მკაფიოდ და ღიად დაადგა "ქართული ოცნება". დღეს, ვადევნებდი თვალს ბათუმში გამოსვლას, შალვა პაპუაშვილმა ახსენა - "არჩევანია სიკეთესა და ბოროტებას შორის", მართლაც, დავეთანხმებოდი, ამ შემთხვევაში, ბოროტება არის რუსეთი, პუტინის ხელმძღვანელობით, ხოლო სიკეთე არის ევროპა და დასავლეთი. ბოროტებაა -რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, სიკეთე - პროდასავლური ოპოზიცია, ლიდერები, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ 26-ში, მშვიდობიანად, ჩამოერთვას ძალაუფლება "ქართულ ოცნებას" და აიღოს ხელში ძალაუფლება ხალხმა, დაიბრუნოს ის ვექტორი, რასაც "დასავლური ვექტორი" ჰქვია, ის განვითარება, რასაც "დემოკრატიული განვითარება" ჰქვია და, მართლაც, დაიწყოს ამ ქვეყანაში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ყველა ინსტიტუციის, ყველა პრობლემის მოგვარება, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. დაწყებული, უმუშევრობიდან დამთავრებული პენსიით, დასაქმებით, სოციალური პრობლემებით, ჯანდაცვითა და განათლების სისტემით“, - განაცხადა გამყრელიძემ.