ჩვენ შევცვალეთ მიდგომა პოლიტიკის მიმართ, ხალხმა უნდა ილაპარაკოს და ჩვენ ვუსმინოთ - მამუკა ხაზარაძე

10.10.24 22:33
ჩვენ შევცვალეთ მიდგომა პოლიტიკის მიმართ,  ხალხმა უნდა ილაპარაკოს და ჩვენ ვუსმინოთ - მამუკა ხაზარაძე

ჩვენ შევცვალეთ მიდგომა პოლიტიკის მიმართ. ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა ილაპარაკოს და ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა ვუსმინოთ და არა პირიქით , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, საქართველოს აშენებაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.


ჩვენ შევცვალეთ მიდგომა პოლიტიკის მიმართ. ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა ილაპარაკოს და ჩვენ უნდა ვუსმინოთ და არა პირიქით. ძირითადად ასე იყო, რომ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ტრიბუნიდან და ეს უთქმელობა მიჰყვება ადამიანს სახლში. ჩვენ ეს შევცვალეთ და ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ამან იმიტომ, რომ ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობთ და ძალიან ბევრ საინტერესო წინადადებას ვიღებთ. ეს ასეც უნდა იყოს. ეს ქვეყანა იმისთვის არის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ააშენოს და თავისი წვლილი შეიტანოს.

ყველაფერი იწყება ცნობადობით მთელ მსოფლიოში. ბაზარე რომ გახვიდე გჭირდება ცნობადობა, ვიღაცამ უნდა იცოდეს შენი სახელი. საქართველოს ისტორიულად აქვს უზარმაზარი ცნობადობა, პირველი, ვართ ღვინის სამშობლო, გვაქვს 8000-წლოვანი უწყვეტი რთველი, გვაქვს ქვევრი - მსგავსი არავის არ აქვს მთელ მსოფლიოში. იცის ეს მსოფლიომ? არ იცის. ვიღაცას ჰგონია, რომ იცის, მაგრამ არ იცის იმიტომ, რომ ამას ჩვენ ვერ ვთარგმნით შემოსავალში. მეორე, ჩვენ გვაქვს უნიკალური ზონები, ახაშენის, ქინძმარაულის, მუკუზანის, რაჭაში ხვანჭკარის, მანავი და ა.შ. ვიყენებთ ამას? ვერ ვიყენებთ, არეულია ეს ყველაფერი. მეღვინეობა იწყება მევენახეობიდან და იწყება ხარისხიდან, შესაბამისად, ჩვენ მთელი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ ხარისხზე და ვფიქრობთ, რომ ეს ფასი უნდა მერყეობდეს ორ ლარამდე, თეთრ ღვინოზეა საუბარი, თუ ხარისხი იქნება მიღწეული. ამას ბევრი რაღაც სჭირდება, დროის სიმცირის გამო ამ დეტალებში არ შევალ. მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი, თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიც არის ბორდო, საფრანგეთში. ამისათვის საჭიროა თელავის აეროპორტი ამუშავდეს, როგორც საერთაშორისო აეროპორტი, იგი უნდა გაიხსნას და პირდპაირი რეისები უნდა განხორციელდეს თელავში ღვინის ტურებზე. ახლა გეტყვით მარტივ მათემატიკას: მსოფლიოში არის 50 მილიონი რეგისტრირებული ღვინის მოყვარული, რომელიც წელიწადში მინიმუმ ხარჯავს  600 დოლარს - 50 მილიონი კაცი წელიწადში ერთხელ მინიმუმ ერთღვინის შატოს სტუმრობს მსოფლიოში  და ხარჯავს მინიმუმ 600 დოლარს, გაცილებით მეტს ხარჯავს, მაგრმა ძალიან მინიმალურს გეუბნებით. ეს მთლიანობაში არის 30 მილიარდი. პირველ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება 1% , რომ წამოვიღოთ 30 მილიარდიდან თელავში, კახეთში. ეს ნიშნავს, რომ სუბსიდიები ნელ-ნელა უნდა შემცირდეს და ფული ჩაიდოს ქართული ღვინის ხარისხში და სარეალიზაციო და მარკეტინგში ისე, რომ აქ გლეხმა და ფერმერმა მიიღოს კარგი შემოსავალი, რომ საგაღების ბაზარი გავხსნათ, ამავე დროს, ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა დავაფინანსოთ საერთაშორისო ჩარტერები, რომელიც კლთელავს და კახეთს მთელი წლის განმავლობაში ამუშავებს იმიტომ, რომ ღვინის ტურები და თვითმფრინავის დაქირავება დღეს ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, ამ ერთი ოპერაციით ჩვენ შევქმნით იმას, რომ პირველ წელიწადს კახეთს ჩვენ მოვუტანთ 300 მილიონ დოლარ შემოსავალს. გადაითვალეთ ერთ სულ მოსახლეზე რა გამოდის, დაახლოებით მილიარდი ლარი და ეს იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში.ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გსტუმრობს ის ხდება ღვინის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც მიდის. ეს არის აბსოლუტურად რეალური და პირველი რითითაც უნდა დავიწყოთ, ეს არის თელავის და კახეზმთის მთრლ მსოფლიოში გაპიარება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები