ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა ფულის რეზერვუარად აქვს გადაქცეული - გიგი უგულავა
ბიძინა ივანიშვილი არის პათოლოგიური ავადმყოფი და მსგავს ავადმყოფს ხელში აქვს ჩაგდებული ქვეყანა, გადაქცეული აქვს საკუთარი ფულის რეზერვუარად, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
უგულავას მტკიცებით, “ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ივანიშვილის თამაშის წესებს არ ექვემდებარება, ან არ იღებს - უნდა წავიდეს და დატოვოს ქვეყანა, ან დაიჭირონ.“
ბიძინა ივანიშვილი არის პათოლოგიური ავადმყოფი, მისი ბუნება არის შემდეგი - მე და თქვენ რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ, ორი ნორმალური ადამიანი ცდილობს, რომ პირველმა არ დაარღვიოს შეთანხმება, რადგან შემდეგ, მეორესაც მოუწევს დარღვევა. ბიძინა ივანიშვილი მოწყობილი არის სხვაგვარად, თუ რამეზე შეგითანხმდება, უნდა დაგასწროს "გადაგდება" და თუ შენ დაასწარი, მაშინ თვლის, რომ დაიქცა ქვეყანა. ასეთი, ავადმყოფური ფილოსოფიისა და მსოფმხედველობის ადამიანია. მსგავს ავადმყოფს, ხელში აქვს ჩაგდებული ქვეყანა, გადქცეული აქვს საკუთარი ფულის რეზერვუარად და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მისი თამაშის წესებს არ ექვემდებარება ან არ იღებს - უნდა წავიდეს და დატოვოს ქვეყანა, ან დაიჭირონ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს მისი უკანა ეზო.
ეს წყდება 26 ოქტომბერს, იმისთვის, რომ კარგად გავაცნობიეროთ - ეს არის პათოლოგიური მმართველობა, შეუძლებელია, კიდევ ასეთ რეჟიმში ქვეყანამ გააგრძელოს არსებობა“, - განაცხადა უგულავამ.