თუ “ოცნება" დარჩება, ქვეყანა, შეიძლება, ისე მოსრიალდეს, რომ ორმოდან ვეღარ ამოვიდეს - გიგი უგულავა
ადამიანებს მასიურად აქვთ განცდა, რომ თუ "ქართული ოცნება" დარჩება, ქვეყანა, შეიძლება, ისე მოსრიალდეს, რომ ორმოდან ვეღარ ამოვიდეს - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
უგულავას მტკიცებით, არჩევნებს რაც უფრო ვუახლოვდებით, ცხადი ხდება, რომ “აღარავის სჯერა “ქართული ოცნების" პრპაგანდისტების ფარისევლობის“.
ესეც ძალიან კარგად ესმით, რადგან, სადაც გაიხედავ "ქართული ოცნების" "ბილბორდები" ან პლაკატებია. გადაჭედეს ადგილები, თავისი, გაუგებარი წარწერებით და იქაც აწერია - "ღირსებით ევროპისკენ".
რაც არ უნდა პროპაგანდამ მალოს, დამიჯერეთ, "ქართული ოცნების" პრპაგანდისტები, ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ - რაც უფრო არჩევნებს ვუახლოვდებით ცხადი ხდება, რომ არავის აღარ სჯერა მათი ფარისევლობის, რომ ისინი ევროპას ირჩევენ, არც ის სისულელე სჯერათ, სასაცილოდაც არ ჰყოფნით. ასეთი ეგზოტიკური ბოდვებით, განსაკუთრებით, "კინტო" კალაძე გამოირჩევა ხოლმე.
ხალხი კარგად ხედავს, რომ აქ არის ევროპა, ევროკავშირი, ევროპის ყველა ქვეყანა, მისი ლიდერები, ევროპარლამენტი, რომელიც, ცალსახად, იძახის, რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად, თქვენ (საქართველოს), ევროპის გზა გაქვთ ჩხერგილი, ჩაკეტილი და "ბოქლომდადებული". ამიტომ, ძალიან, კარგად ხედავენ ადამიანები ამას, "ქართული ოცნება" დარჩება - დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას ევროპასთან.
თუ, ჩვენ, "ქართულ ოცნებას" ახლა მოვიშორებთ, მაქსიმუმ 3-4 წელიწადში, საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა უგულავამ.