ნუ დაგვავიწყდება ხალხო, რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში - ივანიშვილი

10.10.24 22:56
ნუ დაგვავიწყდება ხალხო, რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში - ივანიშვილი

ბათუმში "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას არწმუნებდა, რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში და ამ დროში “შთამბეჭდავი მიღწევები აქვ“.

ივანიშვილის მტკიცებით, “საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.“

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. სიღარიბის გაუმჯობესებით, 12 წელში მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია საქართველო - ნუ დაგვავიწყდება ხალხო, რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში, ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს,“ - განაცხადა “ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში გამართულ პარტიულ ღონისძიებაზე.

მსგავსი სიახლეები