ვაპირებთ, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, საარჩევნო უბნების შედეგების პარალელურ დათვლას - გამყრელიძე
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ გადაცემა “რეაქციაში“ იმ მეთოდებზე ისაუბრა, რომელსაც ოპოზიციური ძალა არჩევნების დღეს გამოიყენებს, სამართლიანი და სწრაფი შედეგის მისაღებად.
“ჩვენ ყველანი უმოკლეს ვადაში გავიგებთ ვნახავთ ქართველი ხალხის არჩევანს" - თქვა გამყრელიძემ და დასძინა, რომ მას პირადად აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ოპოზიციური ძალის ლიდერთან და აპირებენ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით განახორციელონ ყველა საარჩევნო უბნის შედეგების პარალელური დათვლა.
მე პირადად მაქვს სისტემატური კონტაქტი და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ოპოზიციური ძალის ლიდერთან, მათი შტაბის ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი კოორდინირებული ქმედებით, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს განსხვავებული ხედვები სხვადასხვა საკითხებზე, ჩვენ ყველანი ვართ ერთნი ერთ მთავარ საკითხში რასაც ჰქვია რეჟიმის ცვლილება. ჩვენ ყველანი ვართ ერთნი, რასაც ჰქვია დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, დასავლურ ცივილიზაციაში უკან მიბრუნება და რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოლაპარაკებების გახსნა. ჩვენ ვართ ერთიანი კოალიციური ჯგუფების შემადგენლობის და მიუხედავად ქარტიაში ჩამოთვლილი საკითხების გარშემო, რომლებიც ყველა, თითოეული მათგანი არის აუცილებელი იმისთვის, რომ დავიწყოთ ისევ აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირთან.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და 26-ში ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, რომ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით განვახორციელოთ ყველა საარჩევნო უბნის შედეგების პარალელური დათვლა. არჩევნების დამთავრებიდან დაახლოებით 1 საათში დავდოთ ობიექტური სურათი იმისა, თუ რა არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა.
სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, სადაც ელექტრონული წესით ჩატარდება არჩევნები , აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე მყოფ მეხსიერებაში, შეჯამდება და ჩვენ ყველანი უმოკლეს ვადაში გავიგებთ ვნახავთ ქართველი ხალხის არჩევანს", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.