"ქართული ოცნების" ღონისძიებიდან ხალხი გაიქცა (ვიდეო)
ბათუმში გამართული საარჩევნო შეხვედრიდან ბიძინა ივანიშვილს ხალხი გაექცა. როგორც კი შუშის აკვარიუმში ოლიგარქი ჩადგა, ხალხი დაიფანტა. ამას ადასატურებს "პირველების" კამერის მიერ გადაღებული კადრებიც. არადა, ბათუმის ბულვარში ოლიგარქის მოსასმენად საჯარო მოხელეები მთელი აჭარიდან მოაბილიზეს.
"პირველები" დაინტერესდა, სად მიდიოდნენ და რის გამო ტოვებდნენ "ქართული ოცნების" საარჩევნო შეხვედრას მოქალაქეები.
"აქეთ უნდა დავდგე"
"არ ვტოვებ, წყალი უნდა შემოვიტანო"
"დავიღალე, ასაკში ვარ"
"არ ვტოვებ, უნდა გავიარ-გამოვიარო", - ამბობდნენ მოქალაქეები.
მოქალაქეების ასეთი ქმედება ივანიშვილის გუნდისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, ამიტომ თავის გამართლება ყველას გაუჭირდა.
შური ოხერია, ამიტომ გირჩევთ, რომ შურს არ აყვეთ. თქვენს პარტიულ ღონისძიებებს მიხედეთ. ნუ ხართ შურიანები, - უთხრა შალვა პაპუაშილმა "პირველებს".
შეგახსენებთ, რომ გუშნ ბათუმში "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას არწმუნებდა, რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში და ამ დროში “შთამბეჭდავი მიღწევები აქვს“.
ივანიშვილის მტკიცებით, “საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.“
ამასთან, ივანიშვილი გუშინ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებით და და პოლიტიკური ველიდან გაქრობით იმუქრებოდა. "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბათუმში მოსახლეობას არწმუნებდა, რომ საქართველოში "ოცნების" გარდა, არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხზეა ორიენტირებული.