დაიხურება თუ არა საარჩევნო უბანი ისრაელში - საკითხზე ცესკოში მსჯელობენ

11.10.24 12:24
დაიხურება თუ არა საარჩევნო უბანი ისრაელში - საკითხზე ცესკოში მსჯელობენ

დაიხურება თუ არა უკვე გახსნილი საარჩევნო უბანი ისრაელში? ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკითხზე სამსჯელოდ ემზადებიან. ცესკომ დღეს უნდა გადაწყვიტოს, ექნებათ თუ არა ხმის უფლება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ და არჩევნებში მონაწილოების მიღება უკვე გადაწყვეტილი აქვთ.

ცნობილია, რომ ცესკო ასევე საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს. ცესკოში საგანგებო ბრიფინგზე თქვეს, რომ მონაცემები ჯერ კიდევ მუშავდება და შესაბამის გადაწყვეტილებას აუახლოეს დღეებში მიიღებენ. 

ამ დროისთის საზღვარგარეტ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველტა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამეტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უზრუნევლყოფის მიზნით დამატებით საარჩევნო უბნის გახსნი საკითხი. კერძოდ, საუბარი დამატებით 7 უბნის გახსნი შესახებ. ცესკოს სხდომაზე განიხილება ასევე ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ცესკოში შემოსული წერილი, სადაც საუბარია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ,რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამადგანში შექმნილ ვითარება და ამ ვითარებშ საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, - თქვა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა. 

ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ცესკოს ოპოზიციონერი წევრები არ ეთანხმებიან. "ემგიდის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება, რადგან ხლეისუფლებამ კარგად იცის, რომ ისრაელში მცხოვრები ქართველები ოპოზიციურად არიან განწყობილი და შესაბამისად, მათი არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ხელისუფლებას არ გააჩნია.

იყო მცდელობა, ისრაელში საარჩევნო უბნის გაუქმებასთან დაკავშრებით მაშინ, როდესაც  ისრაელის სახელმწიფოს მსგავსი რეკომენდაცია არ გაუცია. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში არსებულმა პროტესტმა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის და აემიგრანტების აქტიურობამ გამოიღო შედეგი, ეს საკითხი შეიძლება აღარ დადგეს დღის წესრიგში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 30 ათასზე მეტიმა ადამიანმა გაიარა ორი კვირის განმავლობაში რეგისტრაცია, - ამბობს გიორგი სიორიძე.

სრულ უკანონობას აპირებს ცესკო, რაც არ უნდა დავუშვათ. ისრაელში არ არის საომარი ვითარება გამოცხადებული. იქ სკოლებიც, ბაღებიც, ყველაფერი მუშაობს და სრულად შეუძ₾იათ მზადყოფნა არჩევნებისთვის. თითონაც ჩაატარეს არჩევნები, ამიტომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ წაგვართვან ხმები, - ამბობს ბაჩანა შენგელია. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საომარი ვითარების გამო ქვეყანაში სხვადასხვა რისკი მომატებულია და უბნის მიზანშეწონილობაზე ცესკომ უნდა იმსჯელოს. ამ დროის მდგომარეობით, მსოფლიოს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი.

მსგავსი სიახლეები