ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სოფო ჯაფარიძე შშმ პირთა ცენტრში იმყოფებოდა
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე შშმ პირთა ცენტრს - „განვითარების სივრცეს“ ეწვია.“
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ვესტუმრეთ წყნეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრს „განვითარების სივრცეს“. მართლაც საოცარი სივრცეა, სადაც არიან 18-ს პლუს ახალგაზრდები, ეს საოცარი ადამიანები, რომლებიც სრულიად მიტოვებულები არიან ხელისუფლების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ასეთი სივრცე არსებობდეს, სადაც ამხელა ყურადღება ეთმობა ამ საოცარ ადამიანებს. დიდი მადლობა ნინო ორდენიძეს, ამ ცენტრისთვის და დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც მართლაც ამ საოცარ ადამიანებს ასე უვლიან, ასე ეპყრობიან და ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცენტრების არსებობა და აუცილებლად ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.