"ოცნების" სიის მე-8 ნომერმა თავის გვერდზე, თავისივე "ბაბლში" გამოკითხვა ჩაატარა, შედეგები არ მოეწონა და წაშალა
ერთი გამოკითხვა და სრულად ჩამოშლილი "ოცნების" პროპაგანდა - სოციალურ ქსელში "ოცნების" ახალმა წევრმა გამოკითხვა ჩაატარა. ვაკო თურნავას მისი გამომწერების პოლიტიკური გემოვნება აინტერესებდა, თუმცა გაკვირვებული დარჩა. აღმოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" მხარს 12%, ხოლო ოპოზიციას 88% უჭერდა.
"ოცნების" ოცეულში შეყვანილ თურნავას შედეგები არ მოეწონა და პოსტი საერთოდ წაშალა.
აღნიშნული გამოკითხვის შემდეგ "პირველებმა" კახა კალაძეს ჰკითხა, კიდევ აქვთ თუ არა იმედი, რომ არჩევნებშ უმრავლესობით გაიმარჯვებენ.
ბედნიერები უნდა იყოთ, მოგიგიათ არჩევნები. დაელოდეთ 26 ოქტომბერს, - თქვა კალაძემ.