საზოგადოებას მკაფიოდ აქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება არის შეცვლილი - ირაკლი კუპრაძე
საზოგადოებას მკაფიოდ აქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება არის შეცვლილი, - ასე ეხმიანება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ბათუმში გამართულ "ოცნების" წინასაარჩევნო ღონისძიებას.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ოცნებამ" ზღვისპირა ქალაქში საგანგებოდ პატარა მოედანი შეარჩია, თუმცა მოქალაქეებით ისიც კი ვერ გაავსო.
სხვა ლოკაციების გარდა, რეგიონებისგან განსხვავებით, ბათუმში შეარჩიეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა მოედანი, რომლის გავსებაც კი ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა შანტაჟი, მუქარა საჯარო მოხელეებზე, დაამონტაჟეს გაუგონარი შესასვლელები, კამერები, სადაც თითქოს და კონტროლი უნდა გაეწიათ საჯარო მოხელეების, თუმცა ძალიან დიდი ნაწილი უბალოდ არ მივიდა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრაზე მარტივი მიზეზის გამო: საზოგადოებას უკვე მკაფიოდ აქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება არის შეცვლილი, ვერავინ მათ ვერ დაემუქრება, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ბათუმში გამართული საარჩევნო შეხვედრიდან ბიძინა ივანიშვილს ხალხი გაექცა. როგორც კი შუშის აკვარიუმში ოლიგარქი ჩადგა, ხალხი დაიფანტა. ამას ადასატურებს "პირველების" კამერის მიერ გადაღებული კადრებიც. არადა, ბათუმის ბულვარში ოლიგარქის მოსასმენად საჯარო მოხელეები მთელი აჭარიდან მოაბილიზეს.