კალაძე კომპანია “მეტროზე“ - კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს

11.10.24 13:21
კალაძე კომპანია “მეტროზე“ - კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს

 

 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ “ქართული  ოცნების“ საარჩვენო კლიპის გადაღებიდან "მეტროს" თანამშრომლებმა “კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს.“

კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ამ კლიპის გავრცელების შემდეგ, თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს და ამტკიცებს, რომ კომპანია, კიდევ უფრო მაგარ კლიპებს გააკეთებს, რადგან ქვეყანაში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც იქ სამუშაოდ მივა.

ამაში თანხები მიიღეს, უფასოდ არავის უმუშავაია, კარგ ხელფასები ჩაიჯიბეს. ეს იყო დაკვეთა, ძალიან კარგი კლიპი გამოვიდა, კომპანიის დატოვება მათი უფლებაა. ეს არის სპეკულაციები, საერთოდ გონზე არ არიან არავინ, რომ კითხო თემაზე, დარწმუნებული ვარ პასუხს ვერ გაგცემენ. ეს არის მოცემულობა. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მაგარ კლიპებს გააკეთებენ. უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც მივა აღნიშნულ კომპანიაში, გააკეთებს მაგარ კლიპებს და გააგრძელებს მუშაობას. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ვიდეორგოლზე რუსი ოპერატორის შესაძლო მუშაობას - კალაძე ამ ინფორმაციას "სისულელეს" უწოდებს და ირონიულად პასუხობს:

კი, რუსებმა დაგეგმეს, შეუკვეთეს, რუსებმა გადაიღეს, შემდეგ ვინც მუშაობდა ყველა რუსები იყვნენ, ეს მოცემულობა გვაქვს“, ამბობს ის.

ამასთან, “ქართული ოცნების“ საარცევნო ვიდეო რგოლი სავარაუდოდ, რუსი ტელე-ოპერატორის მიერ არის გადაღებული.

“პირველებმა“ მოიპოვა ფოტოსურათები ვიდეო რგოლის  გადასაღები მოედნიდან, სადაც ჩანს, რომ  კლიპზე მუშაობს მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, საგანგებო მისიით მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. მას სოციალურ ქსელში მითითებული აქვს, რომ ის თანამშრომლობს მოსკოვში არსებულ და დაფუძნებულ სარეკლამო კომპანიებთან.

სარეკლამო კომპანია JWT METRO-ს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად დატოვეს - მიზეზი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპი გახდა.

ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორს, ნიკა ბოჭორიშვილს გადაწყვეტილება "მეტროს" თანამშრომლებისთვის არ შეუთანხმებია. მეტიც, "მეტროს" ყოფილი თანამშრომლების ცნობით, კოპმანიამ JWT METRO-ში დასაქმებულების ძველი ნამუშევრები შეკრიბა, დაამონტაჟა და "ქართული ოცნების" ვიდეორგოლი სწორედ ამ გზით ააწყო. 

კლიპის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, JWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა, სანდრო ჯავახიშვილმაც დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სააგენტოს თანამშრომლები ივანიშვილის ხელისუფლების სარეკლამო რგოლის გადაღებასა და დაგეგმვაში არ მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები