ცესკომ ისრაელში საარჩევნო უბნის გაუქმებაზე დღევანდელ სხდომაზე არ იმსჯელა
ცესკომ ისრაელში, ქალაქ რამათ-განში საარჩევნო უბნის გაუქმებაზე დღევანდელ სხდომაზე არ იმსჯელა.
ცესკოს თავმჯდომარემ კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა გააცნო, სადაც უწყება ისრაელში საომარი მდგომარეობის გამო უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრობს.
რისკები და გარემოებები არის იდენტიფიცირებული. ცხადია, ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო უბნის არსებული მოცემულობით შენარჩუნების შემთხვევაში, ბუნებრივია, შესაძლოა, შეუძლებელი გახადოსკენჭს ყრის დღის სრულყოფილად განხორციელება. გაუქმება ყოველთის არის შესაძლებელი, დაბრუნება საარჩევნო უბნის და აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამიტომ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიამ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, - თქვა სხდომაზე კალანდარიშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საომარი ვითარების გამო ქვეყანაში სხვადასხვა რისკი მომატებულია და უბნის მიზანშეწონილობაზე ცესკომ უნდა იმსჯელოს. ამ დროის მდგომარეობით, მსოფლიოს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი.