კალაძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა შემცირებულია

11.10.24 15:23
კალაძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა შემცირებულია

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნას არ აპირებს, თუმცა ამისთვის უნდა გამოჩნდნენ პატრიოტი ადამიანები, თაობები, რომლებიც მათ შეცვლიან. "ოცნების" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ 26 ოქტომბერს არჩევანს ხალხი გააკეთებს და გარე ძალებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გამოუვათ.

ამასთან, კალაძე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობამ ქვეყანაში კეთილდღეობა შექმნა. მისი თქმით, საქართველოში სიღარიბის და ემიგრაციის პრობლემა მნიშნელოვნად შემცირებულია. 

ქვეყანა ყოველთვის ვითარდება. ჩენ რატომ უნდა იყოთ სულ? მოვლენ სხვა პარტიები, პატრიოტები, ვინც თავის ქვეყანაზე შეყვარებულია, უსმენს თავის ხალხს და არა ისე, რომ გარედან ვიღაცას დაავალონ, აი, ახლა შენ ეს უნდა გააკეთო, ასე უნდა იმოქმედო. პატრიოტი თაობები მოვა აუცილებლად. აგერ არის არჩევნები და ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და არა ისე, რომ გარედან ვიღაცეები, რომ ვინ დასვას ხელისუფლებაში და ვინ არა. 
ეგეც შედარებითია (ემიგრაცია), რა ხდებოდა 2012 წლამდე, რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. მოდი, ავიღოთ, თუნდაც სამუშაო ადგილების თემა. სტატისტიკა ხომ უატყუარია, რამდენით არის შემცირებული უმუშევრობა. სტატისტიკა ხომ უტყუარია, რამდენით არის შემცირებული სიღარივე ქვეყანაში, - ამბობს კალაძე. 

 

გუშინ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 12 წელიწადში "ოცნება" ყველა დაპირების შესრულებას ვერ მოასწრებდა და ამისთვის 25-30 წლეია საჭირო. 

 

მსგავსი სიახლეები