ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ბათუმში "ოცნების" ღონისძიებიდან ხალხი არ გაქცეულა - რას ამბობს კადრები

11.10.24 15:28
ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ბათუმში "ოცნების" ღონისძიებიდან ხალხი არ გაქცეულა - რას ამბობს კადრები

 "ოცნების" წევრი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ბათუმში მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებიდან ხალხი არ გაქცეულა და ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაც ბოლომდე მოისმინეს. მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ "ოცნებას" ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ეს ბათუმის ღონისძიებამაც ცხადყო. 

რას ლაპარაკობთ, ბოლომდე იდგნენ და ამდენი ტაში, ამდენი ოვაცია და ამდენი შეძახილი ბატონი ბიძინას მიმართ, მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, ეს ყველაფერი იყო ბუნებრივი რეაქცია, - ამბობს

ბათუმში გამართული საარჩევნო შეხვედრიდან ბიძინა ივანიშვილს ხალხი გაექცა. როგორც კი შუშის აკვარიუმში ოლიგარქი ჩადგა, ხალხი დაიფანტა. ამას ადასატურებს "პირველების" კამერის მიერ გადაღებული კადრებიც. არადა, ბათუმის ბულვარში ოლიგარქის მოსასმენად საჯარო მოხელეები მთელი აჭარიდან მოაბილიზეს.     

მსგავსი სიახლეები