რატომ წაშალა გამოკითხვა - ვაკო თურნავა დუმს
"პირველები" დაინტერესდა, რატომ წაშალა "ოცნების" ახალბედა წევრმა სოციალური ქსელიდან ის გამოკითხვა, რომელიც თავად ჩაატარა, თუმცა ვაკო თურნავა ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის. ირკვევა, რომ თურნავა კონტაქტზე არც "ოცნების" წევრებთან გადის. ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი ამტკიცებს, რომ გამოკითხვა არ უნახავთ, ხოლო მეორე ნაწილი ირწმუნება, რომ აღნიშნულ გამოკითხვას არ ენდობიან და ინფორმაციის მიღება თავდა ვაკო თურნავასგან სურთ.
მე არ ვენდობი იმ სურათს, რომელიც თქვენს ტელეფონაშია მოთავსებული, იმიტომ, რომ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები და ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი მოეცმულობა, რომელიც არ იქნება სიმართლე. შესაბამისად, მე ვენდობი მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც არის ფაქტი. შესაბამისად, დავუკავშირდები ვაკოს, ვკითხავ, რაზეა საუბარი და როდესაც გავიგებ, საერთოდ დაჭერა თუ არა პოსტი, მერე წაშალა თუ არა და რატომ წაშალა და რამოხდა, ნამდვილად მერე გაგცემტ პასუხს, - ამბობს „ოცნების“ დეპუტატი.
სოციალურ ქსელში "ოცნების" ახალმა წევრმა გამოკითხვა ჩაატარა. ვაკო თურნავას მისი გამომწერების პოლიტიკური გემოვნება აინტერესებდა, თუმცა გაკვირვებული დარჩა. აღმოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" მხარს 12%, ხოლო ოპოზიციას 88% უჭერდა.
"ოცნების" ოცეულში შეყვანილ თურნავას შედეგები არ მოეწონა და პოსტი საერთოდ წაშალა.