ივანიშვილის სიტყვას ფასი არ აქვს - დავით ზურაბიშვილი

11.10.24 15:52
ივანიშვილის სიტყვას ფასი არ აქვს - დავით ზურაბიშვილი

ივანიშვილის სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ეს მან დაამტკიცა თავისი 12 წლიანი პოლიტიკური საქმიანობით, - ამის შესახებ პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი საუბრობს. ექსპერტის თქმით, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ოლიგარქის სიტყვა სანდო არ არის, რადგან მას შეუძლია "ერთ დღეს ერთი თქვას, მეორე დღეს - მეორე".

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ხალხს მისი ცრუ დაპირებები მობეზრდა, ამიტომაც მის სიტყვით გამოსვლებს აღარ უსმენენ და "ოცნების" ღონისძიებებს ჩუმად ტოვებენ. 

ბიძინა ივანიშვილის სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ეს მან დაამტკიცა თავისი 12 წლიანი პოლიტიკური საქმიანობით. მას შეუძლია, ერთ დღეს ერთი თქვას, მეორე დღეს - მეორე, მესამე დღეს რაღაცას დაგვპირდეს, მეოთხე დღეს ის დაპირება დაივიწყოს  და სულ სხვა რამე თქვას და ისე დაიჭიროს თავი, თითქოს არ უთქვამს. თქვენ გახსოვთ ალბათ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მმართველობის პირველი წელი კი ცუდი იქნება, მაგრამ მეორე წელი მერე კარგი იქნება და მესამე წელს უკვე ყველა საკუტარ ჯიბეზე ვიგრძნობთ, რა კარგი დრო დადგაო. ახლა დღეს ამბობს, რომ ასე მარტივად არ არის და კიდევ 25 წელია საჭირო, როგორც მინიმუმო, შეიძლება 30-იც. იგივე ფასი აქვს ამ დაპირებასაც. ანუ გინდა უთქვია, გინდ - არა. ამიტომ იგივე ის ხალხი, რომელიც, პრაქტიკულად, იქ მიყვანილია ძალით და რაღაც სიმრავლის შექმნა უნდათ, იმათმაც ხომ იციან, რომ ახლა ეს კი იძახის რაღაცეებს და ჰპირდება, მაგრამ სინამდვილეში, ასე არ იქნება. მაინც ყველაფერი ტყუილია, სიყალბეა და ამიტომაც ვისაც საშუალება აქვს, იქიდან ჩუმ-ჩუმად იპარება, - ამბობს პოლიტოლოგი.

ბათუმში გამართული საარჩევნო შეხვედრიდან ბიძინა ივანიშვილს ხალხი გაექცა. როგორც კი შუშის აკვარიუმში ოლიგარქი ჩადგა, ხალხი დაიფანტა. ამას ადასატურებს "პირველების" კამერის მიერ გადაღებული კადრებიც. არადა, ბათუმის ბულვარში ოლიგარქის მოსასმენად საჯარო მოხელეები მთელი აჭარიდან მოაბილიზეს.      

მსგავსი სიახლეები