კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბუნდესთაგის რეზოლუციას "ფასი არ აქვს"

11.10.24 16:27
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბუნდესთაგის რეზოლუციას "ფასი არ აქვს"

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბუნდესთაგის რეზოლუციას, რომელიც მათ საქართველოსთან მიმართებით მიიღეს, "ფასი არ აქვს". "ოცნების" გენერალური მდივანი ისევ ამტკიცებს, რომ ევროპელ პარტნიორებს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, თუმცა ამაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ.

"ხელის გადაგრეხვის მცდელობა იყო" - ამტკიცებს სახელისუფლებ გუნდის ლიდერი. 

არაფერი ფასი არ აქვს. რეალობას არის ერთი: საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში ხელის გადაგრეხვის მცდელობა იყო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს. ერთი რამ სასიხარულოა, რომ სანქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაშიც უკვე ოფიციალურად დაწერეს, რომ მოვუწოდებთ, რომ შეუერთდნენ სანქციებს. ამდენი ხანი თვითონ არ საუბრობდნენ, გვერდიდან ვიღაც-ვიღაცეებს ალაპარაკებდნენ, ისევე, როგროც ომთან. თვითონ მაგათი მხრიდან თქვენ ხომ არ მოგისმენიათ განცხადებები ოფიციალური პირებისგან, რომ ქვეყანამ მეორე ფრონტი უნდა გახსნას? მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხელის გადაგრეხვის მეორე ნაწილსაც ალბათ სამომავლო რეზოლუციაში ჩაწერენ, - ამბობს კალაძე. 

ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი მმართველი უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ინფორმაცია ბუნდესტაგის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.

გერმანელი დეპუტატები რეზოლუციის ტექსტში 26 ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხებიან და წერენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები "იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ".

 

მსგავსი სიახლეები