ანა კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ 2236 ადამიანს ისრაელში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ დაეკარგა - ჩვენს ემიგრანტებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე

11.10.24 16:25
ანა კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ 2236 ადამიანს ისრაელში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ დაეკარგა - ჩვენს ემიგრანტებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე

“კარგია, ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნა მიღებული, 15 დღით ადრე ეს უბანი არ უნდა გაუქმებულიყო და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ეს საკითხი არ დაბრუნდება დღისწესრიგში.” - ამის შესახებ ცესკო-ს წევრმა ოპოზიციიდან, ანა კობახიძემ განაცხადა, რითაც ისრაელში საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ისრაელის საარჩევნო უბანი უსაფრთხოების ნორმებითაა უზრუნველყოფილი, რასაც მანამდე ჩატარებული მორიგი და რიგგარეშე არჩევნებიც მოწმობს: 


“მნიშვნელოვანია ის, რომ  2236 ადამიანს არ დაეკარგა ხმის მიცემის შესაძლებლობას ისრაელში, ისინი თავად ამბობდნენ, რომ უსაფრთხო იყო უბნებზე მისვლა, რადგან ბევრი მაგალითი მოყავდათ ამისთვის, მაგალითად ის, რომ ისრაელში ტარდება შუალედური და რიგგარეშე არჩევნები, მორიგი არჩევნები, ასევე ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნებიც და შენობა უზრუნველყოფილია ისეთი თავშესაფრებით, რომელთაც განგაშის დროს იყენებს კომისია, ასევე მიღებულია დროებითი წესით, თუ ასეთი შემთხვევა მოხდა. აქედან გამომდინარე, კარგია, ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნა მიღებული, 15 დღით ადრე ეს უბანი არ უნდა გაუქმებულიყო და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ეს საკითხი არ დაბრუნდება დღისწესრიგში.

ემიგრანტების აქტივობამ შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ კიდევ შვიდი უბანი ემატება უკვე გახსნილ უბნების სიას, კარგია ეს შედეგი და ახლა უკვე ჩვენს ემიგრანტებს უნდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე.”  - განაცხადა კობახიძემ
 

მსგავსი სიახლეები