კობახიძისთვის ბიძინა ივანიშვილი "პროცესების ლიდერია"
საქართველოს პრემიერ მინისტრ, ირაკლი კობახიძისთვის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პროცესების ლიდერია.
კობახიძის მტკიცებით, “ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და მისი ყველა გზავნილი შესაბამის ხედვებს უკავშირდებოდა.“
ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს...
...ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ჩვენი უმთავრესი პრინციპული ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, უზრუნველვყოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქუდზე კაცი გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და ქართულმა ოცნებამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, - განაცხადა კობახიძემ.