ყოფილი მოსამართლე ბიძინა ივანიშვილს ტყუილში ამხელს
ყოფილი მოსამართლე ბიძინა ივანიშვილს ტყუილში ამხელს -თამარ ლალიაშვილი, ვინც სისტემაში წლები გაატარა, ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს გამიზნულად ატყუებს.
ამასთან, ის ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება, დღეს დამოუკიდებელი არ არის და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს.
სასამართლო ხელისუფლება, დღეს, დამოუკიდებელი არ არის, ამას ადასტურებს არაერთი კვლევა. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ვენეციის კომისიის დასკვნები, რომ სასამართლოში კორპორატიზმია, კლანური მმართველობაა.
სასამართლო პოლიტიკურ მარლთმსაჯულებას ახორციელებს, რადგან ყველაზე კარგად იციან, რამხელა სიცრუეა. ამ სიცრუეში იციან, რომ ვერაფერს ვერ გახდებიან, რადგან, ვფიქრობ, რომ "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა" - ამაზე ვართ, ჩვენ გაზრდილები, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს არ წაადგებათ მათ, ბუნებრივია, ეს მათი რეიტინგის დაკარგვის მორიგი შანსია“, - ამბობს თამარ ლალიაშვილი.
უპასუხისმგებლოს უწოდებენ ივანიშვილის ამ განცხადებას მესამე სექტორის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ყველა კარგად ხედავს რამდენად მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემებია სასამართლოში.
როდესაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, რომ, თითქოს, საქართველოს სასამართლო სისტემა რომელიმე რეიტინგის ათეულშია, ეს არის, მისი მხრიდან, უპასუხისმგებლო განცხადება, რადგან, ჩვენ, ადგილზე, სასამართლოებში, ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემებია. მან უნდა უპასუხოს ჩვენ მოქალაქეებს, მხარეებს, რომლებიც სასამართლოში არიან წარმოდგენილები.
რატომ განიხილება ზიგიერთი საქმე, ძალიან, მოკლე ვადებში, რომელშიც არის სახელმწიფო ინტერესი, არის პოლიტიკური გავლენები და რატომ განიხილება მოქალაქეთა საქმეები, რომლებსაც არ ჰყავთ მფარველები, არც სასამართლოებში და არც მის გარეთ, წლების განმავლობაში“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
ბათუმში, "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ქვეყანა ყველა კუთხით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს და სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია.