კონსულტაციები პრეზიდენტის სასახლეში - ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება
პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის ლიდერების კონსულტაციები დაიწყო. ცოტა ხნის წინ, "პირველებმა" გადაიღო კადრები, როგორ შემიდიან ორბელიანების სასახლეში პოლიტიკოსები.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე უკვე მივიდნენ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა დოლიძე, "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თამარ კორძაია, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და ნიკა გვარამია, რომელიც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერია.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი პრეზიდენტის ქარტიის ერთგულები არიან. დამატებით დეტალებზე კი პოლიტიკოსები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.