პრემიერი ასახელებს 2 პარტიას, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე " საშიშ პოლიტიკურ სუბიექტებად" "ლელოს" და გახარიას პარტიას ასახელებს.
მთავრობის მეთაურმა „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადება სრულად გაიზიარა და მამუკა ხაზარაძე.
აბსოლუტურად ვიზიარებ, რა თქმა უნდა, იმ განცხადებას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ახალს“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებისგან შედგება, მათთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი ძალიან მარტივად იცის. მათ პირდაპირი კავშირი წინა რეჟიმთან აქვთ. წარმოადგენდნენ, როგორც სახეები წინა რეჟიმს, მაშინდელ ხელისუფლებას"- თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს "ხაზარაძე და გახარია უფრო საშიშია ქვეყნისთვის, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა".