12% "ოცნებას, 88% ოპოზიციას - გამოკითხვა, რომელმაც "ოცნების" საარჩევნო პროპაგანდა ჩამოშალა
არჩევნებმადე 15 დღით ადრე ივანიშვილის გუნდს პროპაგანდა ხალხმა ჩამოუნგრია.
ფარდა ყველაფერს "ოცნების" ახალბედა წევრმა ახადა. ვაკო თურნავამ სოციალურ ქსელში გამოკითხვა მისი გამომწერების პოლიტიკური გემოვნების შემოწმების მიზნით ჩაატარა, მაგრამ გეგმა წყალში ჩაუვარდა. შედეგები მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ პოსტი სასწრაფოდ წაშალა. გამოკითხულებიდან "ოცნებას" მხარს მხოლოდ 12% უჭერდა.
ხალხის განწყობის კიდევ ერთი დემონსტრირება კი გუშინ ბათუმში იყო. "ოცნების" შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოქალაქეები პარტიული შეკრებიდან გარბოდნენ. ისე, რომ ლიდერბისთვის არც კი მოუსმენიათ, პარტიული ღონისძიებაზე მხარდამჭერებისთვის განკუთვნილი რიგები დაიცალა. "პირველების" კამერამ ყველაფერი ასახა, თუმცა "ქართული ოცნება" მომხდარს არ იმჩნევს.
პარტიულ ღონისძიებაზე ოლიგარქი ამტკიცებდა, რომ დაპირებების შესასრულებლად 12 წელი საკმარისი არ არის და ამისთვის 20-30 წელი მაინც არის საჭირო.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.