ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა დასრულდა

11.10.24 18:40
ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა დასრულდა

ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა დასრულდა - ოთხივე პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა ორბელიანების სასახლე უკვე დატოვა.

შეხვედრიდან გამოსული ხელისუფლების ოპონენტები მედიასთან ამბობენ, რომ დღეს პრეზიდენტთან პოზიციები შეაჯერეს, თუ როგორ შეიძლება "ქართული ქარტიის" პრინციპების დაცვა და მისი თითოეული პუნქტის განხორციელება.

მთავარი აქ არის მთელი პროცესი აქედან 26 ოქტომბრამდე. ეს უნდა გავიაროთ სამართლიანად და ჩვენთვის, ჩვენი კოალიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნება" გავუშვათ და "ნაციონალური მოძრაობის" ხელში არ მოხვდეს ხელისუფლება", - ამბობს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას კოალიცია "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ცვლილებებისთვის" წარმომადგენლების ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები