"ოცნების" კლიპის სკანდალი - სარეკლამო რგოლის გადასაღებად ოპერატორი, სავარაუდოდ, მოსკოვიდან ჩამოიყვანეს

11.10.24 20:25
"ოცნების" კლიპის სკანდალი - სარეკლამო რგოლის გადასაღებად ოპერატორი, სავარაუდოდ, მოსკოვიდან ჩამოიყვანეს

 

 

"ოცნების" კლიპის სკანდალის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება - მმართველი გუნდის სარეკლამო რგოლის გადასაღებად ოპერატორი, სავარაუდოდ, მოსკოვიდან ჩამოიყვანეს.  ამ ფაქტს კი ადასტურებს ის ფოტოები, რომლებიც უშუალოდ კლიპზე მუშაობის დროს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ საიმიჯო კლიპის ერთ-ერთი სცენის გადაღებაზე სწორედ ვიდეო ოპერატორი იურა ნიკოგოსოვი მუშაობს. მისი სოციალური ქსელიდან დასტურდება, რომ ის მოსკოვში ცხოვრობს და თანამშრომლობს რუსეთში დაფუძნებულ კომპანიებთან. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ყველა ქართველმა ოპერატორმა რეჟიმის სადიდებელი რეკლამის გადაღებაზე უარი თქვა.

სააგენტო  "მეტრო" კი ცარიელია. მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა კომპანია დემარშით დატოვეს, დღეს იქ აღარავინ გამოჩენილა. "შეასრულეს შეკვეთა და  ჩაიჯიბეს ხელფასები" - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის ლიდერი იმ ხალხის პროტესტს, ვინც "ოცნების" საიმიჯო კლიპის გადაღებაზე საჯარო პროტესტი გამოხატა.

ხალხს ვის ხელფასსაც კალაძე დღეს საჯაროდ ითვლიდა, "ქართული ოცნებისგან" არც ფული აუღია და არც ოლიგაქის საიმიჯო კლიპი დაუმზადებია. სარეკლმო კომპანია "მეტრო" ადამიანებმა იმის გამო დატოვეს, რომ კომპანიის დირექტორმა თანმშორმელბისგან ჩუმად ოლიგაქის პარტიას საარჩევნო კლიპი გადაუღო. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები