ემიგრანტების ხმა არჩევნებზე - ცესკო საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბანს გახსნის
ემიგრანტების უპრეცედენტო აქტიურობის შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისია იძულებული გახდა, საზვარგარეთ 7 უბანი დაემატებინა. გადაწყვეტილება ცესკომ მას შემდეგ მიიღო, რაც 30 ათასზე მეტმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა საკონსულო აღრიცხვა საარჩევნო რეგისტრაციის დასრულების ბოლო დღეებში გაიარა. უბნები გაიხნსება ევროპის ქალაქებში უკვე არსებულ საკონსულოებში, დამატებით ლოკაციებზე კი საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი ისევ მოთხოვნად რჩება.
ოპოზიციონერი დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე სტრასბურგში უბნის გახნის საკითხის განხილვას ითხოვდნენ, თუმცა სხდომაზე ეს საკითხი ცესკოს თავმჯდომარემ არ გაიტანა. ცესკოს მორიგი უარის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საარჩევნო კომისიას სტრასბურგში დაუყონებლივ უბნის გახსნა მოსთხოვა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ 7 უბნის გახსნა ათასობით ემიგრანტის გამოწვევებს ვერცერთ შემთხვევაში პასუხობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილის განხილვით გაიხსნა, სადაც უწყება კომისიას ისრაელში არსებულ სახიფათო მდგომარეობას აცნობდა. საგარეო საქმეთა სამისნიტროს წერილის მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკითხი დღისდ წესრიგში არ ჩასვა, შედეგად რამადგანში უბანი ამ დროის მონაცემებით არ დაიხურება.
ამის მიუხედავად, კალანდარიშვილის უწყებამ უკან დასახევი გზა მაინც დაიტოვა. საარჩევნო ადმინისტრაციამ საკითხი ისე განიხილა, რომ ისრაელში უბნის დახურვის რისკი მაინც გააჩინა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხკვაძის რეპორტაჟში.