პრეზიდენტთან საუბარი შეეხო რეფორმებსა და ტექნიკურ მთავრობას - მეზვრიშვილი

11.10.24 19:17
პრეზიდენტთან საუბარი შეეხო რეფორმებსა და ტექნიკურ მთავრობას - მეზვრიშვილი

საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციის დასრულების შემდეგ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა "ქართული ქარტიის" ირგვლივ ისაუბრეს.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, მხარეებმა ტექნიკურ მთავრობასა და იმ რეფორმებზე იმსჯელეს, რომლებსაც "ქართული ქარტია" ითვალისწინებს.

ეს იყო დახურული შეხვედრა, ამიტომ არ იქნება სწორი, რომ ამ შეხვედრის დეტალებზე პირდაპირ ეთერში ვისაუბრო. რაზე მიდის მოლაპარაკება იცით. ეს ყველაფერი ხდება "ქარტიის" ირგვლივ. "ქარტიის" პირობები რაც არის ყველასთვის ცნობილია. რეფორმების ნაწილი და ტექნიკური მთავრობა. ამ საკითხებზე იყო საუბარი, ეს ძალიან ზოგადად და კონკრეტული შედეგები როდესაც იქნება, პრეზიდენტი თავად გააცნობს საზოგადოებას", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას კოალიცია "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ცვლილებებისთვის" წარმომადგენლების ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები