"ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება" - ხაზარაძის მიმართვა საჯარო სექტორში დასაქმებულებს

11.10.24 20:15
"ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება" - ხაზარაძის მიმართვა საჯარო სექტორში დასაქმებულებს

 

 

არჩევნებამდე 15 დღით ადრე მამუკა ხაზარაძემ დღეს საქართველოს იმ ათი ათასობით მოქალაქეს მიმართა, რომლებიც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები. "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა დღეს მათ გარანტიები მისცა, რომ "ქართული ოცნების" გადარჩევის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან არავის გაუშვებენ და "ქართულ ოცნებასთან" ერთად ქვეყანაში რეპრესიები დასრულდება. 

ოპოზიციისგან განსხვავებით, თავდასხმის რეჟიმზე გადასული მმართველი პარტია. მდინარაძის შემდეგ კობახიძემ დღეს მთავარ კონკურენტებად "ძლიერ საქართველო" და გახარიას გუნდი გამოაცხადა. სამიზნე იყო პრეზიდენტიც, რომლის მომზადებული ქარტიის ირგვლივაც პროდასავლური პარტიების კონსოლიდაცია მოხდა.

კობახიძე ამტკიცებს ერთს, თუმცა მთელი მსოფლიო ქართველი ხალხის გასაგონად სულ სხვა რამეს ამბობს: ეს არჩევნები ევროპისთვის არის ტესტი, საით წასვლას აირჩევს ქართველი ხალხი.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები