უმწვავესი რეზოლუცია და გზავნილები ბუდესთაგიდან - "ოცნებას" კრიტიკა არ ესმის
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ "ოცნების" სამიზნე ბუნდესტაგია, რომელმაც მმართველ პარტიას უმძიმესი განაჩენი გამოუტანა. გერმანიის ორმა უმსხვილესმა პოლტიკურმა ჯგუფმა "სოციალ-დემორატიულმა პარტიამ" და "მწვანეებმა" რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. სოც-დემოკრატებს გერმანიის კანცლერი წარმოადგენს, "მწვანეებს" კი ანალენა ბერბოკი, გერმანიიის პირველი დიპლომატი, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობის ორი ლიდერი მათი პოლიტიკური ჯგუფების აზრს გაითვალიწნებენ და ბრიუსელში მოლაპარაკების მაგიდასთან "ოცნებას" წინათელ შუქს აუნთებენ.
"პირველებთან" ინტერვიუში გერმანელი დეპუტატი თომას ჰაკერი ხსნის, რომ გადამწყვეტი არჩევნების წინ ბერლინში მიღებული რეზოლუცია არა მოსახლეობის დასჯას, არამედ მის გამხნევებას ემსახურება. "ოცნებაზე" კი ბერლინში უკვე მკაფიო პოზიცია აქვთ - ეს არის პრორუსული და არასანდო ძალა, რომელიც ქვეყანას ევროპას აშორებს.
"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ ბუნდესთაგის რეზოლუციას მათთის "ჩალის ფასი" აქვს. ხელისუფლებამ პარტნიორების საწინააღმდეგო პოზიციაში დარწმუნება ვერ შეძლო, ამიტომ ნებისმიერ მკაცრ რეაგირებას ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან "ოცნება" თავდასხმად და ქვეყნის შიდა პოლტიკურ პროცესებში ჩარევად აცხადებს.