სასამართლომ "ტვ პირველს", "მთავარს" და "ფორმულას" ფულადი ჯარიმა დააკისრა
"ოცნებისა" და მარეგულირებელი კომისიის ერთობლივი მოთხოვნა სასამართლომ სისრულეში მოიყვანა. "ტვ პირველს", "მთავარს" და "ფორმულას" ფულადი ჯარიმა დააკისრეს. მოსამართლემ კრიტიკულ მედიებს ეთერში მმართველი პარტიის რუსული პროპაგანდისტული, მანიპულაციური და არაეთიკური ვიდეო რგოლის გაშვება დაავალა, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები და კადრებია გამოყენებული.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სანქციები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს.
მაშინ, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია კრიტიკულ არხებს აჯარიმებს, არ რეაგირებს ფაქტზე, რომ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ არხებზე ოპოზიციის საარჩევნო ვიდეორგოლები იბლოკება. სწორედ ამმიტომ, დღეს "ძლიერმა საქართველომ" და გახარიას გუნდმა ბექაურის უწყებას მიმართა და აღნიშნულზე სწრაფი რეაგირება მოსთხოვა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.