ივანიშვილის გზავნილები არჩევნებამდე 15 დღით ადრე - რა მოიტყუა ოლიგარქმა?

11.10.24 20:47
ივანიშვილის გზავნილები არჩევნებამდე 15 დღით ადრე - რა მოიტყუა ოლიგარქმა?

ხელისუფლებაში ყოფნის 12-ე წლისთავზე ივანიშვილი ამტკიცებს, რომ შთამბეჭდავი მიღწევები აქვს. ოლიგარქი ირწმუნება, რომ სასამართლოს თავისუფლებით საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნების ათეულშია, ხელისუფლება კი ხალხზე არ ძალადობს. დიდ ტყუილებში ოლიგარქი მალევე ამხილეს.

ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბათუმში სიტყვით გამოსვლის დროს, მისი მმართველობა სამართლიანობის ეპოქად შეაფასა, დღეს ის გამოიძიებელი საქმები შეახსენეს, რომელიც მისი რეჟმის კისერზეა. ათობით ნაცემი და სპეცრაზმელების რეპრრსიების მსხვერპლი მოქალაქე გამოძიების დასრულებას ელოდება.

არჩევნებამდე 15 დღით ადრე ივანიშვილის გზავნილებმა სამოქალაქო საზოგადოებას გაუჩინა განცდა, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ,,ქართული  ოცნება'' ცდილობს, ამომრჩევლის გული  ტყუილებით მოიგოს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები