რამდენადაც ვიცი, სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ საკუთარ თავს პრემიერობის რანგში არ ხედავს - კორძაია
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია "პოლიტიკური ამბების" ეთერში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის თანამდებობიდან გადადგება და პრემიერობის კანდიდატად საკუთარ თავს წარადგენს, ქვეყანაში სრული ანარქია დაიწყება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენას მხარს არ უჭერს, რადგან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება კონსტიტუციურად არასწორია.
ამასთან, როგორც თამარ კორძაია ამბობს, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერობას არ აპირებს - "როგორც ვიცი, სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ ის არ ხედავს საკუთარ თავს ამ რანგში".
ეს არ იქნება სწორი, რადგან კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების პერიოდში ერთადერთ ორგანოდ რჩება პრეზიდენტი. პრეზიდენტი რომ გადადგეს, ქვეყანაში შეიძლება ანარქია დაგვეწყოს, რადგან პრეზიდენტი იწვევს პარლამენტის პირველ სხდომას. ასევე, თუ მთავრობა ვერ შედგა და ვერ ჩამოყალიბდა, პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს და ნიშნავს ხელახლა არჩევნებს. პრემიერად სალომე ზურაბიშვილი რომ დავასახელოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტიც არ უნდა გვყავდეს ქვეყანაში. რამდენადაც ვიცი, სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ გამორიცხულია მისი წარდგენა პრემიერობის კანდიდატად. ის არ ხედავს საკუთარ თავს ამ რანგში", - ამბობს კორძაია.