პრეზიდენტმა "ლიტერას" დაჯილდოებაზე კომპანია "მეტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა

12.10.24 10:20
პრეზიდენტმა "ლიტერას" დაჯილდოებაზე კომპანია "მეტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა

სკანდალი "ოცნების" კლიპის ირგვლივ  - საქართველოს პრეზიდენტმა "ლიტერას" დაჯილდოებაზე კომპანია "მეტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "მეტროს" ტანამშრომლების მიერ კომოპანიის დატოვებას ნიშანია, რომ "არასოდეს უნდა შეეგუო თავისუფლებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას.

"ჩვენ მომსწრე გავხდით როგორ დატოვა კომპანია "მეტროს“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, რაც ნიშანია იმისა, რომ არასოდეს უნდა შეეგუო შენი თავისუფლებისა და შენი გამოხატვის უფლების შეზღუდვას. არ არსებობს საზოგადოება და სახელმწიფო, სადაც არ არის თავისუფალი კულტურა, სადაც არ არის აზრის თავისუფალი გამოხატულება და ცხადია, ლიტერატურა ის ერთ-ერთი დარგია, რომელიც მხოლოდ მაშინაა ცოცხალი, როცა თავისუფალია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეო რგოლი სავარაუდოდ, რუსი ტელე-ოპერატორის მიერ არის გადაღებული.

“პირველებმა“ მოიპოვა ფოტოსურათები ვიდეო რგოლის  გადასაღები მოედნიდან, სადაც ჩანს, რომ  კლიპზე მუშაობს მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, საგანგებო მისიით მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. მას სოციალურ ქსელში მითითებული აქვს, რომ ის თანამშრომლობს მოსკოვში არსებულ და დაფუძნებულ სარეკლამო კომპანიებთან.

კომპანია “მეტროში“ თანამშრომლების დემარშების სერია, მას შემდეგ დაიწყო, რაც გაარკვიეს, რომ “ქართული ოცნების“ საიმიჯო კლიპი, მათ ზურგსუკან, ჩუმად იყო გადაღებული.

ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორს, ნიკა ბოჭორიშვილს გადაწყვეტილება "მეტროს" თანამშრომლებისთვის არ შეუთანხმებია. მეტიც, "მეტროს" ყოფილი თანამშრომლების ცნობით, კოპმანიამ JWT METRO-ში დასაქმებულების ძველი ნამუშევრები შეკრიბა, დაამონტაჟა და "ქართული ოცნების" ვიდეორგოლი სწორედ ამ გზით ააწყო. 

კლიპის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, JWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა, სანდრო ჯავახიშვილმაც დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სააგენტოს თანამშრომლები ივანიშვილის ხელისუფლების სარეკლამო რგოლის გადაღებასა და დაგეგმვაში არ მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები